ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა
ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ეწერთან სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავდნენ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა