|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისიდან აქციას 5 ათასამდე ადამიანი უერთდება

დედაქალაქისაკან ქუთაისიდან ავტოკოლონები უკვე დაიძრა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან 5 ათასამდე ადამინი უერთდება. 

მათი თქმით, უერთდებიან საქართველოს მესამე პრეზიფდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, რადგანაც მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები არის პოლიტიზირებული. 

ქუთაისის კოლონასთან ერთადაა ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე, მან საგანგებოდ გაათრთხილა გუშინ ხელისუფლება რომ ავტოკოლონებსისათვის ხელი არ შეეშალათ.

 მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია თბილისის ცენტრში,  18.00 საათზე დაიწყება. 

დედაქალაქისაკენ ავტოკოლონები საქართველოს ყველა რეგიონიდან მიემართება. 

ავტორი: ნიუპრესი