ქუთაისიდან აქციაზე წასვლის სურვილი უამრავ ადამიანს აქვს - ხატია დეკანოიძე
ხვალ 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციას, რომელის 18 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართება, ადამიანები საქართველოს რეგიონებიდან შეუერთდებიან.
როგორც ქუთაისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, აქციაზე წასცლის სურვილი უამრავ ადამიანს აქვს.
დეკანოიძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ არ მოხდეს ამ ადამიანებისათვის ხელის შეშლა.
"ვაფრთხილებ მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებას და ასევე ყველა იმ ადამიანს, ვინც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, ხელი არ შეუშალოს იმ კოლონებს, რომელიც წავა დასავლეთ საქართველოდან. უამრავ ადამიანს სურს წასვლა. არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პოლიტიკური მარღლმსაჯულება და ამ მართლმსაჟულების შედეგად მესამე პრეზიდენტი იყოს ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში."- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, აქციაზე დასასწრებად ქუთაისიდან ავტოკოლონები ორგანიზებულად გაემართებიან.
ავტორი: ნიუპრესი