|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას მხატვრები აქცია–პერფორმანსით გააპროტესტებენ

ქუთაისდან პარლამენტის გადატანას ქუთაისელი მხატვრები ეხმიანებიან. 

 მხატვრებმა აქცია-პერფომანსი დაანონსეს. ხელოვანები 12 მარტს, 13 საათზე, ქალაქი ცენტრალურ ბულვარში თავიანთი ნამუშევრებით შეიკრიბებიან და ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას გააპროტესტებენ. "ფეხით გადაგვიარეს ქუთაისლებს. ძალიან დიდი იმედი, რომელიც ქუთაისში პარლამენტის გადმოტანით ჩაგვესახა, უცებ დაიმსხვრა,"- აცხადებენ მხატვრები.

ქუთაისში, პარლამენტმა მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო და ექვსი წელი დაჰყო. "ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.

 
 
 

ავტორი: