|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 400 მსჯავრდებული შიმშილობს

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 400 მსჯავრდებული შიმშილობს, შიმშილობა დაიწყეს გეგუთის კოლონიაშიც. ამის შესახებ პატიმრების ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ. მათ დღეს  მოძრაობასთან - „ჰუმანურობისათვის“ ერთად  ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა.

პატიმრების ოჯახის წევრები, ადვოკატები ამნისტიის კანონპროექტში  ცვლილებების შეტანას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, ამნისტია ყველა კატეგორიის მსჯავრდებულს უნდა შეეხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ვერ იქნება საყოველთაო ამნისტია.

 აქციის მონაწილეებმა მანქანების კოლონით მსველობა გამართეს ქუთაისის #2 დაწესებულებასთან და გეგუთის კოლონიასთან სადაც აქციები გამართეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა