|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს ვერ დამტკიცდება

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს ვერ დამტკიცდება. როგორც საკრებულოს პრესსამსახურში განმარტავენ, მიმდინარეობს პროექტის განხილვა და მასში ცვლილებების შეტანა.

„მიმდინარეობს განხილვა და მოხდება ცვლილებების შეტანა, რადგან ეს დროსთან არის დაკავშირებული, ამის გამო წლის ბოლომდე მისი დამტკიცება ვერ მოხდება. ვვარაუდობთ, რომ 2018 წლის იანვარში დავამტკიცოთ წლის ბიუჯეტი“-განაცხადა საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა თეონა მელქაძემ.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ყოფილი მერის და მისი გუნდის მიერ შემუშავდა, ამჟამად პროექტში ცვილებები ახალ მერს შეაქვს. მერიის პრესმსამსახურის ინფორაციით, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ის პროექტები, რომლებიც  ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას საარჩევნო პროგრამაში იყო.

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი 52 500 000 ლარით არის განსაზღვრული.

                                                                                                         

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი