|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ძირითადი პარამეტრები არ იცვლება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მერია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს არაუგვიანეს 15 ნოემბრისა წარუდგენს.

თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, ქუთაისში ბიუჯეტის პროექტს მერია მოქმედი მერის ხელმძღვანელობით  ამზადებს, ახლად არჩეული მერი საქმიანობას კი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ შეუდგება. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მათ მიერ მომზადებული ბიუჯეტის პროექტი გასული წლის ანალოგიურია.   

"დაახლოებით იგივე პარამეტრებია, რაც 2017 წლის ბიუჯეტის შედგენისას იყო. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შემცირება არ იგეგმება. საკრებულოს ბიუჯეტი წარედგინება 15 ნოემბერს, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული",- განუცხადეს "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში.

მოხდა თუ არა ბიუჯეტის პროექტის შედგენისას მოსახლეობის წარმომადგენლების აზრის გათვალისწინება, ქუთაისის მერიაში განმარტავენ,  რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან იყო რამდენიმე შეხვედრა, ასევე საბინაო სამსახური აქტიურად ხვდება მოსახლეობას და სწავლობს მათ პრობლემებს, მოსახლეობსაც აქვს საშუალება სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით საბინაო სამსახურის facebook გვერდზე მოიწეროს მათთვის საჭირო საკითხების შესახებ, თუმცა ძირითადი პრიორიტეტების განხილვა ბიუჯეტის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება.

შეგახსენებთ, გასულ წელს მერიის მიერ წარდგენილმა ბიუჯეტმა, შესწორებების მიღებამდე,  51 572 800 ლარი შეადგინა. წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი ქალაქის ბიუჯეტი ჯამში, 67 812 200 ლარი გახდა. 

ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლები 48 472,8 ათასი ლარის ოდენობით, გრანტები 19 798 ათასი ლარით, სხვა შემოსავლები კი 9 974,8 ათასი ლარით განისაზღვრა.

ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯები 43 008,4 ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.

ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტს კი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 250 ათასი ლარი განისაზღვრა, რაც რეგიონალური განვითარების ფონდთან თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება.

ბიუჯეტის პროექტის განხილვას ახალი მოწვევის საკრებულო მოახდენს.  საკრებულომ პროექტი საჯარო განხილვისათვის მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში  უნდა გამოაქვეყნოს. 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა