|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები შედის

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში მეორე ცვლილება შევა. ცვლილებები, რომელსაც საკრებულო ბიუროზე განიხილავს, დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე ხვალ გავა. არსებული მონაცემებით, ბიუჯეტში 379,600 ლარის ცვლილება შევა. 

მათ შორის არის დასრულებული პროექტების საბოლოო ანგარიშსწორების პროგრამა და მასზე   311,000 ლარი გამოიყოფა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარების და მიუსაფარ ბავშვთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების ფუნქციონირების ხელშეწყობაზე 68,600 ლარი გამოიყოფა.

ასევე გარეგანათებას  38,600 ლარი დაემატება. 

საკრებულოს სხდომაზე გასატან სხვა საკითხებს საკრებულო ბიუროზე დაამტკიცებს. სხდომა ხვალ 14:00 საათზე გაიმართება. 

 

"ნაციონალური მოძრაობა" ბიუჯეტში ცვლილებებს წლის დასაწყისში აანონსებდა, რის მიზეზადაც ბიუჯეტის დაჩქარებულად მიღება მიაჩნდათ.

 

შეგახსნებთ, ქუთაისის მერიის 54 მილიონიან ბიუჯეტიში პირველი ცვლილება იანვარში შევიდა, ბიუჯეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი 8 მილიონი დაემატა და ამჟამად 62 მილიონია. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა