|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 23 და 24 ნოემბერს წიგნის ფესტივალი გაიმართება

23 და 24 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში წიგნის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით,  23 ნოემბერს 17:00 საათზე მესხიშვილის სახელობის თეატრში მკითხველს ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებული ავტორები: თათული ღვინიანიძე, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ნანი მანველიშვილი შეხვდებიან.

თათული ღვინიანიძის რომანს "აღიარება ხელისგულზე" ქუთაისელი მკითხველი უკვე იცნობს. "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის" ავტორი, ნიკოლოზ ტოტოღაშვილი მკითხველს, ამჯერად, ლექსების კრებულს - "შავი ფურცელი" წარუდგენს. დებიუტანტი ავტორი - ნანი მანველიშვილი კი წარადგენს რომანს - "ოდისევსის სინდრომი", რომელიც აფხაზეთიდან დევნილობასა და ემიგრაციას ეხება.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, დაუსვან კითხვები ავტორებს, ფასდაკლებით შეიძინონ წიგნები, აიღონ ავტოგრაფები და გადაიღონ ფოტოები.

ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი", რომლის მიზანიც ახალბედა მწერლების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა, მესამე წელია ტარდება. გასული ორი სეზონის გამარჯვებული ავტორები მკითხველმა უკვე გაიცნო და მათი წიგნების  გა­ყიდ­ვებ­მა ქარ­თულ ლი­ტერატურაში გაყიდვების რეკორდიც მოხსნა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა