|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მერიის ინფორმაციით, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს წევრ ნიკოლოზ ჩეჩელაშვილთან და მერიის სამსახურების უფროსებთან ერთად, ამჯერად, ასათიანის, ასათიანის 119-ის, დავითაშვილის, გორგიძის ქუჩებზე მცხოვრებლებს, ასევე აღმაშენებლის, ბერძენაძის, ნინოშვლის ქუჩების ნაწილს შეხვდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისაგან იმ პრობლემების შესახებ მოისმენეს, რომელიც მათ აწუხებთ.
შეხვედრაზე დაისახება სამომავლო გეგმა, თუ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს უბნებში.
ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ საკითხებზე. თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას ინტენსიურად შეხვდებიან.
[R]

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა