|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი კომპანია "Ryanair" ფრენებს დღეიდან იწყებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

ქუთაისის აეროპორტში მარსელი-ქუთაისი-მარსელის პირველი რეისი დღეს განხორციელდება. ფაქტის აღსანიშნავად აეროპორტში ღონისძიებას აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება. Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს.

ეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე დაბალბიუჯეტიანი კომპანია იქნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიეცა.

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა