|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან დღეს "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" პირველ რეისს შეასრულებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს ავიაკომპანია "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" ხარკოვი- ქუთაისი- ხარკოვის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს.
მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. როგორც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, აღნიშნულ მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის აღმასრულებელი ხელისუფლება.

19 დეკემბრიდან მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ- ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. 
ავიაბილეთის ერთი გზის საფასური 60 აშშ დოლარი, ხოლო ორი გზის 130 აშშ დოლარიდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეეძლებათ.
ხარკოვის მიმართულებით 2013-2014 წლებში ავიარეისებს ავიაკომპანია "ვიზეარ უკრაინა" ახორციელებდა და ამ პერიოდში აღნიშნულ მარშრუტზე 34 813 მგზავრი იქნა გადაყვანილი. რეისები ავიაკომპანია "ვიზეარ უკრაინამ" ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გააუქმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი