|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტის ინციდენტის მთავარ მონაწილეს 3000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული დავით გორგოძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის გამო დაკავებულს მოსამართლემ აღნიშნული ქმედებიოსათვის გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მსუბუქი ფორმა 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. დაკავებულს გირაოს გადასახდელად 25 დღიანი ვადა მიეცა. ის გირაოს გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვებს.

3000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურორ ვალერი კუჭუხიძის თქმით, დაკავებული არის კონფლიქტური და შესაძლოა მიიმალოს, ამიტომ ბრალდების მხარემ მოითხოვა 3000 ლარიან გირაოს, რაც შეამცირებს დავით გორგოძის მიერ კანონდარღვევის და მიმალვის რისკებს.

გირაოს ოდენობას არ დათანხმა დაკავებულის ადვოკატი. გიორგი დვალიშვილის თქმით, არ არის დასაბუთებული საიდან ჩნდება ეჭვი, რომ გოგროძე გააგრძელებს ძალადობას და მიიმალება, მით უმეტეს, რომ მას წარსულში პრობლემა არ ქონია კანონთან. ადვოკატმა 1000 ლარიანი გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მომდევნო სხდომა 17 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.  ორ მათგანს 700-700 ლარიანი ჯარიმა დაუწესდა,  დავით მაჭავარიანის მიმართ კი სასამართლო 12 დეკემბერს იმსჯელებს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა