|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტის სამუშაოებზე 92 მილიონი ლარი დაიხარჯა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აეროპორტების გაერთიანების ხელმღვანელთან ერთად დაათვალიერა. გიორგი გახარია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩვაძის ინფორმაციით, აეროპორტის ახალი ტერმინალის გაფართოების მეორე ეტაპი დასრულდა, რაც მშენებლობას და მწვანე სახურავის მოწყობას ითვალისწინებდა.

მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, რომელიც კორონავირუსის გამო შეფერხდა. ასევე მიმდინარეობს საბარგო სისტემის მოწყობა. შემდეგ მოხდენა ახალი და ძველი ნაწილების მოწყობა და აეროპორტი მალე შეძლებს მიიღოს 1200 ადამიანი, რაც ოთხჯერ აღემატება იმას, რაც იყო.

ამ დრომდე სამუშაოებზე 92 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც მშენებლობას, აღჭურვილობას და ინფრასტრუქტურას გულისხმობს. ჯამში ბიუჯეტი 114 მილიონია.

ტერმინალი სავარაუდოდ, შემოდგომას გაიხსნება, ძველ ტერმინალთან შეერთება 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი ტერასა მოეწყო

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა