|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის თ.ო-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 6300 ლარის ღირებულების არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (iPhone Xs 64 GB, iPhone X 256GB და iPhone X 64GB) აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, 6300 ლარით დაჯარიმდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა