|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რაინერი საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს, ასევე ხელმისაწვდომ ფრენებს"

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა ოპერირება დაიწყო. პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შეასრულა.

ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძემ ადგილობრივ ხელისუფლებისთან წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

"მინდა, მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს რაინერი საქართველოშია, მან პირველი რეისი შეასრულა დღეს მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით, მოგეხენებათ, რომ მრავალი წელია იყო პირდაპირი დაკვეთა მოსახლეობიდან შემოგვეყვანა ეს კომპანია, რაინერი საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს, ასევე ხელმისაწვდომ ფრენებს და საქართველოს ბევრი წარამტება ელოდება, ამკოპმანიის შემოსვლით ეკონომიკასა და ტურიზმში ახალი ეტა იწყება. გაიზრება, როგორც ფრენების მიმართულება, ასევე ქალაქების, საიდანაც ჩამოიყვანს ტურისტს, როგორ თბილისში, ასევე ქუთაისში. ასევე გაიზრდება სიხშირე, რაც მისცემს შესაძლებლობას მეტი ტურისტი მოვიდეს და მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ იმოგზაუროს ევროპაში"-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 იმერეთის რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ახალი ავიაკომპანის შემოსვლა ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.

"დღეს დაფრინდა რეინერის პირველი რეისი ქუთაისის აეროპორტში, ორ დღეში მეორე რეისი განხორციელეება სხვა ქალაქიდან, ეს გამოიწვევს იმას, რომ ახალი ტურისტული ნაკადი გვექნება ქუთაისსა და იმერეთში, რაც მნიშვენლოვანოა ეკონიმიკის განვითარებისთვის", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება.

Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს.

ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა