|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 14 პროცენტით გაიზარდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით,

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 14 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის ივლისში აღნიშნული აეროპორტის მომსახურებით 85,738 მგზავრმა ისარგებლა მაშინ, როცა 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 75,372 მგზავრი იყო. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ, რადგან აღნიშნულ აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით კვირაში მხოლოდ 2 რეისი სრულდებოდა.

რაც შეეხება ზოგად მონაცემებს, 2019 წლის ივლისში საქართველოს 5-ვე აეროპორტი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური) 571,848 მგზავრს მოემსახურა, რაც 44,959 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელთან (616,807 მგზავრი) შედარებით. ამის შესახებ ნათქვამია „აეროპორტების გაერთიანების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მგზავრთნაკადის 7,3-პროცენტიანი კლება გამოიწვია 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

 

2019 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი), საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 2,486,780 მგზავრს მოემსახურა, რაც 18 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 2018 წელს 2,103,126 მგზავრი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი 18 პროცენტიდან 12 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოს აეროპორტები ჯამში - 3,058,473 მგზავრს მოემსახურა, რაც მხოლოდ 12% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 2,719,931 მგზავრი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა