|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო-გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთეს.
 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, ირანის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს, ისრაელისა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური დათვალიერებისას, ნარკოტიკული (136 აბი და 58 კაფსულა), ფსიქოტროპული (30 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (34,6 გრ.) და ასევე ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად 8 ცალი საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა