|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს რუსული ავიაკომპანია S7 Airlines შეასრულებს

რუსული მედიის ინფორმაციით,  მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს  რუსული ავიაკომპანია S7 Airlines შეასრულებს. 

 აღნიშნულთან დაკავშირებით, როსავიაციაში განმარტეს, მართალია, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების  აღდგენის გადაწყვეტილება ამ დრომდე მიღებული არ არის, თუმცა  S7 -ს ქუთაისში ფრენების უფლება იმ მოსაზრებით მიეცა, რომ ეს ავიაკომპანია ავიარეისებს ფრენების აღდგენისთანავე შეასრულებს. 

რუსეთსა და საქართველოს შოროს ავიამიმოსვლის აღდგენისთან ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია არაქვთ საქართველოში.  ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რუსეთიდან რაიმე შეტყობინება არ მიუღიათ

„ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ, ჩვენ მივესალმებით, თუ  ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო 8 ივლისს შეწყდა. იმ  დრომდე კი ქუთაისის აეროპორტიდან მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ასრულებდა.

ავტორი: ნიუპრესი