|
  • EUR 1 = GEL 3.1127
  • USD 1 = GEL 2.8718
|

ქუთაისის აეროპორტში ძლიერი ქარის შედეგად ხარაჩო ჩამოინგრა

ძლიერი ქარის შედეგად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოინგრა.

როგორც აეროპორტში განმარტავენ, რკინის კონსტრუქცია აეროპორტში სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო განთავსებული.

მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს ხარაჩოზე არავინ იდგა და არც არავინ დაშავებულა, ასევე არც ობიექტი დაზიანებულა.

ამ წუთებში ჩამოშლილი ხარაჩოს ალაგებას ცდილობენ.

საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი