|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტთან 100-ნომრიანი სასტუმრო აშენდება

ქუთაისის აეროპორტთან 100-ნომრიანი სასტუმრო 2020 წელს ამოქმედდება. პროექტს სამშენებლო კომპანია GDG ახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონი ლარია. 

“მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ არის სასტუმრო და ვფიქრობ, გაამართლებს, რადგან ქუთაისის აეროპორტი კიდევ 4-ჯერ დიდი გახდება. თვე არ გავა, რომ რომელიმე მიმართულებით არ დაემატოს რეისები”,- განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა  ბეჟან წაქაძემ.

მისი თქმით, სასტუმრო ჯერ პროექტირების ეტაპზეა.  

 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა 8 ათას კვადრატულ მეტრზე მოხდება. სასტუმროში განთავსდება ბარები, რესტორნები, აუზები და ა.შ. 




bm.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა