|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს მანდატები ხვალ გადაეცემათ

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს მანდატები ხვალ გადაეცემათ.

25 დეპუტატს მანდატი 59-ე საოლქო კომისიაში 6 ნოემბერს, 15:00 საათზე გადაეცემათ.

ახალი მოწვევის საკრებულოში ათივე მაჟორიტარი დეპუტატი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. მმართველ პარტიას ასევე 9 პროპორციული სიით გაყვანილი დეპუტატი ყავს. 4 წევრით დაკომპლექტდა "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" 2 წევრით არის წარმოდგენილი. 

საკრებულო მუშაობას მერის არჩევის შემდეგ შეუდგება. სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარედ ნიკა ლატარია დაინიშნება.

 საკრებულოს წევრების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:

მაჟორიტარები:

გიორგი ჭეიშვილი -ქალაქ –მუზეუმი

კახა ბოჭორიშვილი -ნიკეა

ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი - ძელქვიანი 

ელეონორა არჩაია  - კახიანოური 

მარეხი ნიჟარაძე -საფიჩხია 

მამუკა რიჟამაძე -ვაკისუბანი 

ირაკლი შენგელია  -გამარჯვება

მერაბ კვიცარიძე - ავტოქარხანა 

ამირან კოპალეიშვილი -უქიმერიონი  

იმედა საღინაძე - ავტომშენებელი  

პროპორციული სიით საკრებულოში შედიაან: 

ნიკოლოზ ლატარია

მაია სიმონიძე

რამაზ ჩხიკვაძე

ალექსანდრე ახალაძე

ოთარ ლორთქიფანიძე

ლაშა გვენეტაძე

ნანა კოსტავა

დავით წულეისკირი

ვლასი გარდაფხაძე 

"ნაციონალური მოძრაობიდან":

 ბესიკ ბრეგაძე

 გიორგი უკლება

 ვლადიმერ კლდიაშვილი

 გრიგოლ შუშანია

"ევროპული საქართველოდან" საკრებულოს შემადგენლობაში შედიან:

დავით გოგისვანიძე

მერაბ მეშველიანი. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა