|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა

ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის პროდუქტების დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო.

კორონავირუსის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ, კვებისთვის განსაზღვრული პროდუქტი ბავშვებს ეტაპობრივად ურიგდებათ.

პროდუქტის გაცემის პროცესს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მე-8 და მე-13 ბაგა-ბაღში დაესწრო.

სასურსათო ამანათები ამჯერადაც ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყველა ფილიალის 8500-მდე აღსაზრდელმა მიიღო. 

 მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, პროდუქტების დარიგების შემდეგი ეტაპი ივნისის ბოლოს იქნება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა