|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სექტემბრიდან დაიწყება

ქუთაისის ბაგა-ბაღების ფილიალებში ბავშვების რეგისტრაცია საზაფხულო არდადეგების შემდეგ დაიწყება. გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი აცხადებს, რომ ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია, სავარუდოდ,  1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტაცია, მათ შორის: მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ბაგა-ბაღში მიღების შესახებ, ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი), ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3x4.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში  37 ფილიალი შედის. 

შეგახენებთ,  მათთვის, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, მორიგე ბაღები იმუშავებს.

 

ქუთაისში, მორიგე საბავშვო ბაღები მხოლოდ ივლისში იმუშავებს

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა