|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს კუთვნილ პროდუქტებს ურიგებენ

ქუთაისის ააიპ ბაგა ბაღების გაერთიანების ფილიალებში  აღსაზრდელების კუთვნილი პროდუქტების დარიგება დღეს დილიდან დაიწყო.   პროდუქტების დარიგება კორონავირუსთან დაკავშირებით შეჩერებულ სააღმზრდელო პროცესს უკავშირდება, როგორც ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების მმართველი დავით წიტაიშვილი აცხადებს,  პროდუქტების გატანისას სოციალური დისტანცირების და უსაფრთხოების  წესების დაცვა მაქსიმალურად კონტროლდება. 

დავით წიტაიშილის თქმით,  კვების რაციონის სრული გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რომელიც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი. მისი თქმით, მენიუს ყველა მუნიციპალიტეტი დადგენილი კალორაჟის დაცვით თავად ადგენს.

ქუთაისში 37 ბაგა-ბაღში 9 ათასზე  მეტი აღსაზრდელია.

პროდუქტების გაცემა  საბავშვო ბაღებიდან 28 მარტის საღამოს 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა