|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის ბაღების თანამშრომლებს რემონტისათვის თანხის შეგროვებას გვაიძულებენ"

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს დაწესებულების კოსმეტიკური რემონტისათვის თანხის აკრებას აიძულებენ - ამის შესახებ "ნიუპრესს" დაწესებულების ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.

"თანამშრომლებს რემონტისათვის თანხის შეგროვებას გვაიძულებენ. თანხის აკრება ხელფასის დარიგების დროს მოხდება"-აღნიშნა მან.

ქუთაისის ბაგა - ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ლორთქიფანიძის განმარტებით, წელს გაერთიანება კოსმეტიკური სამუშაოების  ჩატარებას არც ერთ ფილიალში არ გეგმავს.

"ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ იყო. ჩვენი ბიუჯეტიდან წელს თანხა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებისათვის დაიხარჯება, მაგ: #24 ბაღში, სადაც იტბორებოდა ეზო და გავლა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება კოსმეტიკურ სამუშაოებს, სადაც საჭიროებამ მოითხოვა, ჩვენ ჩავატარეთ სამუშაოები წინა წლებში",- განაცხადა ნანა ლორთქოფანიძემ.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა მიერ თანხის აკრებას, ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამ საკითხით დაინტერესდება. "არც თანამშრომელთა და არც მშობლების მიერ  თანხის აკრებას არ დავუშვებთ", - განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

ავტორი: ირინა მაკარიძე