|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტი 15 მილიონ 122 ათასი ლარით გაიზრდება

ქუთაისის მერიამ რეგიონალური განვითარების ფონდიდან  დამატებით 10 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად,  2020 წლის ბიუჯეტის 15 მილიონ 122 ათასი ლარით გაიზრდება.

საკითხის განხილვა ოთხშაბათს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე მოხდება.

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტი წლის ბოლომდე 80 მილიონ ლარს მიაღწევს. ამ დროისათვის ქუთაისის ბიუჯეტი 61 მილიონ ლარს აღემატება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა