|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ინფრასტრუქტურული და კულტურული ღონისძიებების ბიუჯეტს ცვლილებები შეეხო

ქუთაისის ბიუჯეტში რიგით მეშვიდე ცვლილება განხორცილდა. საკრებულოს სხდომაზე გამოტანილი პროექტით ქალაქის ბიუჯეტი  250 500 ლარით გაიზარდა. 

ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი დავით ნიშნიანიძის განცხადებით, ცვლილებები განხორციელდა როგორც ეკონომიების,  ასევე შემოსავლების ზრდის ხარჯზე. მისი თქმით, თანხა ინფრასტრუქტურული და კულტურული ღონისძიებების ბიუჯეტს დაემატება. 

"ცვლილებები განხორციელდა როგორც ეკონომიების, ასევე შემოსავლების ზრდის ხარჯზე.  ამ თანხების ნაწილით საგზაო სამუშაოები დაფინანსდება, 250 ათასი ლარით გაიზარდა ეს პროგრამა და მოხდება ორბელიანის და მესხის ქუჩების დამაკავშირებელი გზის დაფინანსება, ასევე თანხა მოხმარდება სულხა-საბას ქუჩის რეაბილიტაციას,  რაც შეეხება კულტურული ღონისძიებების ნაწილს - 50 ათასი ლარი მესხიშვილის თეატრის მხარდაჭერის პროგრამას დაემატება"- განახადა დავით ნიშნიანიძემ.

ქუთაისის ბიუჯეტი თავდაპირველად 53 მილიონ ლარს შეადგენდა, განხორციელებული ცვლილებების შედეგად ქალაქის ბიუჯეტი 73 მილიონ 104 ათასი (73 104 000) ლარი გახდა.

საკითხი ქალაქის საკრებულომ განიხილა და მხარი ერთხმად დაიჭირა. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ისინი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან.  

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა