|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტში მილიონ ნახევარი ლარის ცვლილება შევიდა

ქუთაისის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შევიდა, რომელიც სხვადასხვა პროექტებს შეეხო. 

ბიუჯეტიდან დამატებით 92 ათასი ლარის მობილიზება გახდა საჭირო კრედიტის დასაფარად, ასევე 90 ათასი ლარის დამატება დაჭირდა საპროექტო სამუშაოებისათვის. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის დამატებით 720 ათასი ლარი გამოიყო, ასევე გზების ორმოული  შეკეთბისათვის არსებულ 500 ათას ლარს 290 ათასი დაემატა, 12 ათასი ლარით გაიზარდა საგრანტო პროგრამის "კატასტროფების მართვის" ბიუჯეტი. ასევე ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქციისათვის დამატებითი 300 ათასი ლარი გამოიძებნა,  ახალი ბაღის მშენებლობისათვის კი 120 ათასი ლარის რეგიონალური განვითარების ფონდიდან დამატება მოხდება. 

სანაცვლოდ, 160 ათასი ლარი მოაკლდა ქალაქში საყრდენი და დამცავი კედლის მშენებლობის პროგრამას, 50 ათასი ლარით ნაკლები თანხით დაფინანსდება კორპუსების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა. 

ჯამში ბიუჯეტში 1 579 900 ლარის ცვლილება შევიდა.

საკრებულომ სხდომაზე ბიუჯეტში შესული ცვლილება ხმაურის ფონზე დაამტკიცდა. საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

"ამ ცვლილებების მიზნობრიობა გაუმჭვირვალეა, მერიის წარმომადგენლებს პრაქტიკულად პასუხი არ აქვთ არცერთ შეკითხვაზე და ამიტომ ღიზიანდებიან, ეს საბიუჯეტო ცვლილებები ტოვებს მიკერძოებისა და კორუფციის ნიშნებს", -განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გია უკლებამ.

ქუთაისის ბიუჯეტი ამ დროისთვის 62 მილიონი ლარია. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა