|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ნახევარი მილიონი ლარით იზრდება"

ქუთაისის ბიუჯეტში 2019 წელს  სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ნახევარი მილიონი ლარით გაიზრდება  - ამის შესახებ  ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით,  ქუთაისის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებისათვის დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც მან განაცხადა ამ დროისათვის თანხის  ზუსტ ოდენობას  ვერ ასახელებს, რადგან ბიუჯეტის პროექტის კორექტირება ხდება.  

"რადგან ბიუჯეტის განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ ვერ ვამბობ ზუსტ ციფრს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 500 ათასი ლარით მოხდება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გაზრდა.  აღნიშნული ზრდა განაპირობა პროგრამების დაფინანსების ზრდამ, რაზეც უკვე შეთანხმებული ვართ"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ. 

მისი თქმით, 125-ათასი ლარიდან 300 ათას ლარამდე გაიზრდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსება. გასულ წელს ამ პროგრამას თანადაფინანსების პრინციპით სამშენებლო კომპანია „მ²" აფინანსებდა. როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, წელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანიასთან კომუნიკაცია არ ქონიათ. ამ პროგრამით 60 ბავშვის საჭიროების დაფინანსება მოხდება. მომლოდინე რეჟიმში კი აუტისტური სპექტის მქონე 20 ბავშვი რჩება.

"თუ გააგრძელებს „მ²" დაფინანსებას, ეს გაზრდის დაფინანსებული ბავშვების რაოდენობას, მაგრამ 2018 წელთან შედარებით, როცა 45 ბავშვის დაფინანსება შევძელით, 2019 წელს 60 ბავშვს სრულად მუნიციპალიტეტი დააფინანსებს,"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

 "მეორე პროგრამა, რომლის მოცულობაც მნიშვნელოვნად იზრდება 2019 წლის ბიუჯეტში, ეს არის მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მოცულობა 820 ათასი ლარიდან  მილიონ ლარამდე გაიზრდება. ასევე იზრდება დაფინანსება სამედიცინო დახმარების პროგრამის კუთხით, მომართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება და ამდენად თანხებიც მეტი ჭირდება მუნიციპალიტეტს, დაახლოებით 100 ათასი ლარით გაიზრდება ეს პროგრამა, დანარჩენ პროგრამებში თითქმის ყველგან გვაქვს თანხების ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველად გაჩნდება უსინათლოებისათვის პროგრამა, რომელიც მათთვის გამცილებლის დაფინანსებას გულისხმობს", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა