|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

 "მცენარეთა სეზონური გამოფენა“ - ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში უნიკალური ჯიშის მცენარეების გამოფენა მოეწყო.  

 მერიის კულტურის ააიპის ინფორმაციით, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ბაღის ბიომრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ. სურვილის შემთხვევაში კი, მათ მცენარეების მოვლისა და გამრავლების წესებსაც გააცნობენ. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ის სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეები, რომელთა კულტივირებაც ბაღში სეზონურად მიმდინარეობს.

 ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, მსგავსი გამოფენები ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში წელიწადში ოთხჯერ გაიმართება. პროექტის მთვარი მიზანია ბაღის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა. მომავალში სეზონურ გამოფენებზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ სხვა ქალაქების ბოტანიკურ ბაღებსაც, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე კერძო პირებს, ლანდშაფტის დიზაინერულ კომპანიებს და ნებისმიერ სხვა ორგანიზაციებს, რათა მოახდინონ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია და დაამყარონ ბიზნესურთიერთობები.

 პროექტი ასევე ითვალისწინებს სოციალური ტიპის აქტივობებს და სოციალური ჯგუფების ჩართულობას. მოეწყობა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებიც.  " მცენარეთა სეზონური გამოფენის“ მეორე ეტაპი ზამთარში გაიმართება და ამ პერიოდის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას ბოტანიკურ ბაღში ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მმართველი ვაჟა ჯუღელი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა