|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პროვოკაციების გამო იძულებული გავხდით, კაფე დაგვეკეტა"

ქუთაისის ბულვარში მოქმედი კაფე დაიკეტა. "სავანეს" მფლობელი ნიკოლოზ ტურაბელიძე აცხადებს, რომ დაკეტვის მიზეზი პროვოკაცია გახდა.

"მიზანმიმართული პროვოკაციების გამო იძულებული გავხდით, კაფე დაგვეკეტა. დილიდან რამდენიმე ადამიანი შემოვიდა, ატეხეს ხმაური და დაიწყეს ჩხუბი,  თითქოს საკვებში რაღაც იპოვეს.  მეტად რომ არ შეგვქმნოდა პრობლემა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მუშაობა შეგვეჩერებინა", -განაცხადა ნიკოლოზ ტურაბელიძემ.

მან მერიის იურისტის განცხადებას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ 23 წელი  არაკანონიერად მუშაობა შეუძლებელი იყო.

"1995 წლიდან გვაქვს ეს ობიექტი და ვმუშაობთ. 23 წელი კი არა, 23 დღე ვერ იმუშავებ არაკანონიერად. მერიამ 2012 წელს არასწორად შეადგინა აზომვითი ნახაზები, ჩვენი ობიექტი არ დაიტანა ნახაზზე და დაიტანა საპირფარეშო, ამიტომ მოსამართლემ მიიღო ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ვკითხეთ მოსამართლეს, რომ ყოფილიყო ნახაზში კაფე, მიიღებდა თუ არა ასეთ გადაწყვეტილებას და გვითხრა, რომ ობიექტის არსებობის დროს, მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩა, ასე ვიბრძვით", - განაცხადა ნიკოლოზ ტურაბელიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ მერია თვეში კაფეს იჯარაში 1000 ლარს ითხოვს, ღია კაფესთვის კი 1 400 ლარს. რაც მისი თქმით, მაღალი თანხაა და გადახდას ვერ არ შეძლებენ. მისი თქმით, კაფე სამის შემოსავლის წყაროა. ამასთან, სეზონურად 13 თანამშრომელი ყავთ, რომლებსაც სამსაუხრის გარეშე დარჩენა ემუქრებათ. 

 "კაფეს გვართმევენ" - აქცია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში

ავტორი: ნიუპრესი