|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ უბანში მომხდარ სროლაზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისის ცენტრალურ უბანში მომხდარ სროლაზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტში მონაწილე ბიზნესმენის ოჯახში პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ბიზნესმენ გელა თოფურიას ადვოკატის ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, სამართალდამცველები დაინტერესდნენ, რამდენად კანონიერ ფლობაშია იარაღი, რომლითაც რამდენჯერმე მოხდა გასროლა.

მისი თქმით, საქმის დეტალებს ჯერ არ გაცნობია, ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა მოგვიანებით მოხდება.

სამართალდამცველების თქმით, მომხდარის შესახებ ვერ ისაუბრებენ, ასევე არ პასუხობენ კითხვაზე,  თუ რატომ არ დაინტერესდა ამ დრომდე უწყება მომხდარი ფაქტით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის მართლსაწინაააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა