|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრში მამაკაცმა დაკავებისას დაზიანება მიიღო

ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დააკავეს. დაკავება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ავტომობილში ტელეფონზე საუბრობდა, გააჩერა პოლიციამ, რა დროსაც მოქალაქე ავტომობილიდან გადმოხტა, ჩხუბი დაიწყო და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.  მათივე თქმით, მამაკაცი დაკავების დროს ძირს დაეცა და დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლოციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი