|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ჩხობაძის კოვიდკლინიკაში მედპერსონალი ანაზღაურებას თვეობით ვერ იღებს

ქუთაისის ჩხობაძის კლინიკაში კოვიდის წინააღმდგეგ მებრძოლ სამედიცინო პერსონალს ანაზღაურების პრობლემა აქვს. როგორც მედიისათვის გახდა ცნობილი, თვეობით მიუღებელი ხელფასების მოთხოვნით ისინი აქციის გამართვას გეგმავდნენ.

 როგორც "ნიუპრესს" კლინიკის დირექტორმა გიორგი ბაბუნაშვილმა განუცხადა, პერსონალისათვის ხელფასების გაცემის პროცესი უკვე დაიწყო.

"ექთნებმა ამ დროისათვის ნოემბრის თვის ხელფასები მიიღეს, მოკლე ხანში, ექიმებიც მიიღებენ ანაზღაურებას", - განუცხადა ბაბუნაშვილმა სააგენტოს. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით კლინიკის თანამშრომლებისათვის დეკემბრის თვის ხელფასების დარიცხვის საკითხი არ დგას. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირისის წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონობით ლარი იხარჯება. 

ავტორი: ნიუპრესი