|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 35 წლის პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა ჩაფიძეს დაზიანება მუცლის არესა და ხელებზე აქვს.

პატიმრის მეუღლის, ადვოკატ ნინო მეფარიძის ინფორმაციით, პატიმარმა დაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა, რადგან ცუდად არის და საავადმყოფოში არ გადაყვათ.

ამ დროისთვის ბრალდებულის მდგომარეობა რთულია, რადგან მას ჭრილობებზე სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, ამასთან ციხეში მედიკამენტები აქვთ.

პატიმარს ქვემოკიდურების ღრმა ვენების თრომბოზი აქვს, რაც მდგომაროებას ართულებს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ პატიმარი საავადმყოფოში პროკურატურის დაკვეთით არ გადაყავთ, რადგან სურთ პატიმარის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნას.

პატიმრის მეუღლე დახმრებისთვის სახალხო დამცველს მიმართავს. ზაზა ჩაფიძე სასჯელს 2020 წელს ტყიბულში მომხარი მკვლელობის ბრალდებით იხდის. ადვოკატის თქმით, პატიმარი უდანაშაულოა და მას სხვის მიერ ჩადენილო დანაშაული ბრალდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა