|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში 4 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 4 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია, ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
 
„22 იანვარს covid-19 დაუდასტურდა N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოთხ პატიმარს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან და რომლებიც როგორც ინფიცირებული პირის კონტაქტები 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“,- ნათქვამია განცხადებაში.
 
 
 
 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა