|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში პატიმარი სამი თვეა შიმშილობს

ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი მესამე თვეა შიმშილობს. როგორც ადვოკატი ილია ჯანელიძე აცხადებს, პატიმარი მხოლოდ წყალს იღებს.

"პატიმარი ციხის საკანში 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშაა. ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ პატიმარი საკვებს არ იღებს და მხოლოდ წყალზეა ამ ხნის განმავლობაში, ის ბრალს არ აღიარებს და მისი საქმით დაინტერესებას ითხოვს", - აცხადებს ადვოკასატი. 

მისი თქმით, დაკავებულის კობა ომანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა განსასჯელის საქმით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. 

ილია ჯანელიძის თქმით, კობა ომანაძე, რომელსაც გამოძიება  ნარკოტიკული ნივთერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.

ნარკოდანაშაულისათვის ორი პირი ოქტომბერში დააკავეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა