ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა
ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა. ინფორმაციას პატიმრის ადვიკატი ავრცელებს. ილია ჯანელიძის თქმით, კობა ომანაძე, გამოძიება რომელსაც ნარკოტიკული ნივთერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.
ომანაძე ამ დროისათვის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
მისი საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 28 ნოემბერს დაიწყო. ადვოკატი ამავდროულად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა