|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის დელეგაციამ უკრაინაში საერთაშორისო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის დელეგაციამ უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ ხარკოვში გამართულ პარტნიორი ქალაქების საერთაშორისო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესამსახური ავრცელებს.

პარტნიორი ქალაქების საერთაშორისო ასამბლეაში სულ 13 ქვეყნის 16 ქალაქის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ქუთაისის სახელით პარტნიორობის პერსპექტივების პრეზენტაცია ქუთაისის  მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ წარმოადგინა და დარბაზის კითხვებს უპასუხა. შეხვედრას  ასევე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ზვიად ჯავახია და საკრებულოს დეპუტატი თემურ ნადირაძე ესწრებოდნენ.

ასამბლეის პირველი სამუშაო დღის ბოლოს ქუთაისის თვითმმართველობის დელეგაციის ხელმძღვანელმა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მუნიციპალიტეტის სახელით ხელი მოაწერა პარტნიორობის დეკლარაციას.

იმავე დღეს ქუთაისის დელეგაციის ხელმძღვანელმა ევროპის პრიზის მფლობელი ქალაქების პირველი რეგიონალური ასოციაციის გახსნის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა