|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისისა და წყალტუბოს დევნილთა დასახლებებში მცხოვრებლების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება [VIDEO]

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG), ლტოლვილთა დანიის საბჭო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრიაფხაზეთიახორციელებს ერთობლივ პროექტსსამართლიანი საზოგადოებისკენ“. აღნიშნული პროექტის ადვოკატირების კომპონენტის ფარგლებში შეიქმნა იმერეთის რეგიონსა და სენაკში დევნილთა საკითხებზე მომუშავე სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი. 

ჯგუფის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა რეგიონში დევნილი მოსახლეობისთვის აქტუალური თემარომელიც გულისხმობს სადრენაჟე სისტემების მოწყობის/მოწესრიგების პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას  ქუთაისსა (ი.ჭავჭავაძის ქუჩა #58ბ, ნიკეას ქუჩა #21, დადიანის ქუჩა #3, ზ. ჭავჭავაძის ქუჩა 16ა) და წყალტუბოში (9 აპრილის ქუჩა) მდებარე დევნილთა დასახლებებში.

 

 

 

პროექტის მენეჯერი – ნინა გელაშვილი

პროექტის იურისტი – მათე ჩაფიჩაძე

 

   

 დასახლებებში გადაუჭრელ პრობლემად რჩება სადრენაჟე სისტემების გაუმართაობა. აღნიშნული პრობლემის გამო, ნალექის დროს, წვიმის წყალი ჩაედინება საკანალიზაციო ჭებში და თვითდინებით გროვდება შენობების სარდაფებში, ხდება პერიმეტრის დატბორვა, ნესტის წარმოქმნა, ა.შ. შექმნილი მძიმე მდგომარეობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს შენობების მდგრადობისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

 

ვიდეო

 

 სამუშაო ჯგუფმა წამოიწყო აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიმართულებით ადვოკატირების კამპანია, რომლის ფარგლებშიც  შეგროვდა ყველა საჭირო მონაცემი, მომზადდა პეტიციის ტექსტი, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოეწერა ხელი აღნიშნულ დოკუმენტს, ჩატარდა ექსპერტიზა, გაიწერა რეკომენდაციები, შეგროვდა ფოტო-ვიდეო მასალა, მომზადდა ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებული პრეზენტაცია, ჩაინიშნა უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა. 

28 ნოემბერს ორგანიზებულ ღონისძიებას  – სამუშაო შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა უწყებების, კერძოდ,საქართველოსოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ქ. ქუთაისის საკრებულოს და გამგეობების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და  მერიის წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრის დროს სამუშაო ჯგუფის წევრები წარადგენენ ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებულ პრეზენტაციას, წარმართავენ უწყებათაშორის დისკუსიას, განსაზღვრავენ უწყებების ფუნქციებს, გაწერენ სამოქმედო გეგმასა და ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადებს.

შეხვედრა გაიმართება ქ. ქუთაისში, სასტუმროში „რჩეული“, 28 ნოემბერს, 11:45 საათზე.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა