|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთი იმერეთში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საჩხერეში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ადასტურებს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე. მისი ინფორმაციით, პაციენტი თერჯოლის მკვიდრეია და მათთან ქუთაისიდან გუშინ გვიან შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საჩხერეში ვირუსით ინფოცირებული ოთხი პაციენტი იმყოფება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა