|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის ჰოკეისტთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

 ქუთაისის ჰოკეისტთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა.  25–27 ოქტომბერს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჰოკეიში ქალთა და მამაკაცთა გუნდებს შორის ქუთაისელმა ჰოკეისტებმა გაიმარჯვეს. 

"ქუთაისელმა მამაკაცებმა 2 წლის შესვენების შემდეგ დაძაბულ ბრძოლებში დაიბრუნეს ჩემპიონობა, ქუთაისის ქალთა გუნდმა გამოცდილების ხარჯზე კვლავ შეინარჩუნა პირველობა.  ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები გახდენ საკო დვალიშვილი და თამთა არუსია", - განაცხადა ქალთა გუნდის მწვრთნელმა ავთანდილ თევდორაძემ.

მისი თქმით, ქუთაისის ქალთა ჰოკეისტთა გუნდი ‘’უქიმერიონი’’  2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თუმცა  ჩემპიონატზე გასამგზავრებლად გუნდს დაფინანსების პრობლემა აქვს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 44.98%
არა - 46.41%
არ იცი - 8.61%
სულ - 418 ხმა