|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს 7 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით მყოფი პაციენტების პასუხები უარყოფითია. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, გუშინ კორონავირუსი სიმპტომით შესული რვა პაციენტიდან შვიდს ვირუსი არ დაუდგინდა, ერთის პასუხს კი დღეს ელოდებიან.

მისი ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა უტარდებათ. რაც შეეხება ინფიცირებულ ორ პაციენტს, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურა უფიქსირდება. ექიმის თქმით, კლინიკა გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში, პაციენტების მისაღებად მზადაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი