|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 73 პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი მკურნალობს.

"24 საათის განმავლობაში დაგვემატა 12 და გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. გვყავს 3 კრიტიკულად მძიმე, ხოლო 9 სტაბილური",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკა 173-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა