|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19-ის სიმპტომით ხუთი ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში  ვირუსის სიმპტომით ხუთი ახალი პაციენტია შეყვანილი, მათ ანალიზებს აუღებენ. 

გუშინ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ანალიზი ხუთ პაციენტს აუღეს.  მათგან  COVID-19  მხოლოდ ერთ პაციენტს საშუალო ასაკის ქალს დაუდასტურდა.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული. პაციენტი ინფიცირებული მამაკაცის ახლობელია, ისინი საქართველოში 20 მარტს ესპანეთიდან დაბრუნდნენ და თვითიზოლაციაში იმყოფებონდენ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამი ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა