|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი სამ ახალ პაციენტს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით შესულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. პაციენტები საავადმყოფოში თვითდინებით შევიდნენ.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას განაგრძობენ.

კლინიკაში სამი ახალი პაციენტი ყავთ, მათ ანალიზებს აუღებენ და პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის კლინიკაში სამი ინფიცირებული პაციენტია, მათგან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობა უტარდებათ. მესამე პაციენტს კი განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება და ორი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გაეწერება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა