ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი ყავთ. შუახნის მამაკაცი კლონიკაში წუხელ შეიყვანეს. მას მოგზაურობის ისტორია აქვს, პოლონეთიდან დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, კარანტინიდან გასვლის ვადა ეწურებოდა, გაუკეთდა საკონტროლო შემოწმება და კორონავირუსი აღმოაჩნდა. მამაკაცს ასევე თანმხლები დაავადებები აქვს და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის კლონიკაში ოთხი პაციენტია, ერთი პაციენტი ღვანკითის კლასტერიდან ორმოცდღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკას დატოვებს. ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა