|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული

ამ დროისათვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს. ერთს ვირუსი წუხელ დაუდგინდა.

70 წელს გადაცილებული მამაკაცი ესპანეთიდან ოჯახთან ერთად 20 მარტს ჩამოვიდა, საზღვარზე საკუთარი ავტომობილით გამოიარა.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ამბობს, რომ ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ოჯახის წევრები კი ცალკე იყვნენ.

მამაკაცმა გუშინ კლინიკას მაღალი ტემპერატურით მიმართა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

შედარებით მსუბუქია მეორე პაციენტის მდგომარეობა. ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის სიმპტომით ორი პაციენტია მოთავსებული, მას ანალიზებს აუღებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი