|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან შუა ხნის ქალი განიკურნა

ქუთაისში კორონავირუსისგან 45-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, შუა ხნის ქალბატონს ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ვირუსისგან განიკურნა.

„კლინიკა "ლჯ და კომპანიამ" კიდევ ერთი პაციენტი გამოაჯანმრთელა. ამ დროისთვის, კლინიკაში ხუთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურში მე-7 დღეა ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა